|
2015-09-25 11:30:40, 530 ნახვა
პოლიტიკა
ნოდარ ხადური: საჯარო სამსახურებში ღირსეული ანაზღაურება სჭირდებათ
„საჯარო სამსახურებში ძალიან ღირსეული ადამიანები მუშაობენ და მათ ღირსეული ანაზღაურება სჭირდებათ“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალიტებს პრემიების საკითხზე დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით განუცხადა. მისივე თქმით, პრემირების სისტემის მოწესრიგებაზეა საუბარი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თანამდებობის პირები პრემიებს აღარ მიიღებენ. „მგონია, რომ ღია კარებს ვამტვრევთ. პრემირების სისტემა მოწესრიგებულია მინისტრების დონეზე. რაც შეეხება ზოგადად შრომის ანაზღაურებას, არაერთხელ მითქვამს, რომ საჯარო სამსახურებში ძალიან ღირსეული ადამიანები მუშაობენ და მათ ღირსეული ანაზღაურება სჭირდებათ. პრემირების სისტემის გადახედვაზე საუბარი არ არის, არამედ, ლაპარაკია იმაზე, რომ უნდა მოწესრიგდეს. ჩვენ მზად ვართ ყველასთან შევიდეთ კომუნიკაციაში, მაგრამ მოწესრიგება არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს პრემია არ უნდა მივცეთ. ვინც დაიმსახურა, ის აუცილებლად მიიღებს პრემიას“, – აღნიშნა ხადურმა. ცნობისთვის პარლამენტში დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი დაარეგისტრირა, რომლის თანახმადაც 25 მაღალი რანგის 800–მდე თანამდებობის პირს 2016 წლის პირველ იანვრამდე პრემიის მიღება უნდა შეეზღუდოს. კანონის პროექტის თანახმად, 25 რანგიდან 24 ეხება სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მაღალი თანამდებობის პირებს და მათ მოადგილეებს. ხოლო ერთი ადგილობრივი ხელისუფლების შემდეგ თანამდებობის პირებს – საკრებულოს თავჯდომარე, მერსა და გამგებელს.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)