|
2020-11-18 14:22:02, 722 ნახვა
ეკონომიკა
ეკა ყუბუსიძე - ჩვენი ამბიციური გეგმაა, 2025 წლისთვის საქართველოში მოსახლეობას 100 მეგაბიტ/წმ-ში ინტერნეტთან მინიმალური სიჩქარით წვდომის შესაძლებლობა ჰქონდეს
„ჩვენი ამბიციური გეგმაა, 2025 წლისთვის, საქართველოში იურიდიულ პირებს 1 გეგაბიტ/წმ-ში, ხოლო მოსახლეობას - 100 მეგაბიტ/წმ-ში ინტერნეტთან მინიმალური სიჩქარით წვდომის შესაძლებლობა ჰქონდეს“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგამბულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა ეკა ყუბუსიძემ განაცხადა. ყუბუსიძემ ინტერნეტ – კორპორაცია ICANN-ის მიერ ორგანიზებული აღმოსავლეთ ევროპის დომენური სახელებისა და ნომრების მინიჭების მეხუთე ფორუმის (EEDNSF) ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა. „საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს ციფრული ეკონომიკისა და ფართოზოლოვანი ინტერნეტ-ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. ჩვენი ამბიციური გეგმაა, 2025 წლისთვის, ევროპის გეგაბიტ საზოგადოების სტრატეგიასთან თანხვედრაში, ჩვენს საწარმოებს და იურიდიულ პირებს 1 გეგაბიტ/წმ-ში, ხოლო მოსახლეობას - 100 მეგაბიტ/წმ-ში ინტერნეტთან მინიმალური სიჩქარით წვდომის შესაძლებლობა ჰქონდეს. აღნიშნულის მიღწევა შეუძლებელია დომენური სახელების დაცვის გარეშე“, - განაცხადა ყუბუსიძემ. ღონისძიება, რომლის პარტნიორია ინტერნეტ პროვაიდერი – Caucasus Online, 18 – 19 ნოემბერს ონლაინ ფორმატში გაიმართება და ის ძირითადად დომენური სახელების DNS–ს საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საკითხს მიეძღვნა. ფორუმში მონაწილეობდნენ პროფილური საჯარო, კერძო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, რომლებმაც ისაუბრეს დომენური ინდუსტრიის უახლეს რეგიონალურ და გლობალურ ღონისძიებებსა და ტენდენციებზე. ფორუმზე განხილული იქნება დომენის ინდუსტრიის სხვადასხვა – ბიზნეს, ტექნიკურ და პოლიტიკური ასპექტები. პროგრამა მოიცავს შემდეგ მნიშვნელოვან თემებს: რეგიონალური აქცენტი დომენური სახელების ინტერნაციონალიზაციაზე (IDN) და უნივერსალური (UA) მიღებაზე; იდენტიფიკატორი ტექნოლოგიის ქმედუნარიანობის მაჩვენებლები (ITHI) და ICANN DNS -ს ეკოსისტემის გაუმჯობესება; DNS - ის ექსპლუატაცია და უსაფრთხოების შესაძლებლობათა გაძლიერება, ბიზნესის წარმოება უწყვეტობა რეგისტრატორებისათვის. რეგიონული მიდგომა. აღმოსავლეთ ევროპის დომენური სახელებისა და ნომრების მინიჭების მეხუთე ფორუმში ასევე მონაწილეობენ ICANN - ის მმართველობის თავმჯდომარე მარტენ ბოტემანი და აღნიშნული ორგანიზაციის მმართველობის წევრი დანკო ევტოვიჩი.
პაპუაშვილი – არშემდგარი დამხობიდან კარგად ჩანს, რომ 4 ოქტომბერს დამარცხდა
პენტაგონმა ამერიკელი ჯარების ევროპიდან დასავლეთ ნახევარსფეროში გადაყვანის ნებართვა გასცა
ანი წითლიძე- რაც არ უნდა ისაუბრონ რუსმა ქოცებმა თუ სკეპტიკოსებმა, 4 ოქტომბერი იყო ბრძოლის, წინააღმდეგობის და ქართველი ხალხის ერთობის დღე
პაპუასშვილი -დღეს 4 ოქტომბერია, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)