|
2020-11-18 11:06:41, 1429 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსით გარდაცვლილი 37 ახალი პაციენტიდან 19 თბილისში, 9 აჭარაში და 6 იმერეთში მკურნალობდა
კორონავირუსით გარდაცვლილი 37 ახალი პაციენტიდან 19 თბილისში, 9 აჭარაში და 6 იმერეთში მკურნალობდა, - ამის შესახებ ინფორმაციას, მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე განცხადებით, საკარანტინე სივრცეში 2 370 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში 52 079 პირი იმყოფება. „ბოლო 24 საათში დაფიქსირდა გარდაცვალების შემთხვევებიც. 37 ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის თბილისში - 19 ადამიანი, აჭარაში - 9, იმერეთში - 6, შიდა ქართლში - 1, ქვემო ქართლში - 1, ხოლო სამცხე-ჯავახეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ დაფიქსირდა 815 გარდაცვალების შემთხვევა. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 17 086. მათგან 5 763 მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 650, აჭარაში - 925, იმერეთში - 1 175. მძიმე პაციენტი - 836, მათ შორის, თბილისში - 411, აჭარაში - 140, იმერეთში - 177. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე - 371 პირი, მათ შორის, თბილისში - 163, აჭარაში - 115, იმერეთში - 30. 3 435 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 667 - აჭარაში, 1 151 - თბილისში, ხოლო 313 - იმერეთში. 7 888 მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში იმყოფება 2 370 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 442, აჭარაში -1 256, ხოლო იმერეთში - 32. სულ 6 ოქტომბრიდან - 17 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 16 053 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 52 079 პირი, საიდანაც თბილისში - 14 881 პირი, აჭარაში - 16 724, იმერეთში - 5 387“, - აცხადებენ მთავრობის პრესსამსახურში.
89 წლის ასაკში ნორვეგიის მეფე ჰარალდ V გარდაიცვალა
ტრამპმა პირადად გააგზავნა CIA-ს ხელმძღვანელი პუტინთან, რათა დაერწმუნებია ომის დასრულებაზე, სანამ რუსეთში ვითარება კიდევ უფრო გამძაფრდება -The Wall Street Journal
სევასტოპოლში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას დრონი დაეჯახა., ოთხი ადამიანი დაშავდა
ყაველაშვილმა პროევროპული და ანტისამთავრობო აქციების რამდენიმე მონაწილე შეიწყალა
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაშივიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)