|
2020-11-12 13:13:45, 567 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - მრავალწლოვანი კულტურების მოსაყვანად ფერმერები საკრედიტო-საგარანტიო სქემაში ჩართვას შეძლებენ
ფერმერები, რომლებიც მრავალწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანით არიან დაკავებული, პროგრამის „აწარმოე საქართველოში" საკრედიტო - საგარანტიო სქემაში ჩართვას შეძლებენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით მთავრობამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი პრიორიტეტია და მის განვითარებას სათანადო ყურადღება ექცევა. „კომპანიებს ან ინდმეწარმეებს, რომლებიც მრავალწლოვანი კულტურების მოსაყვანად საბანკო სესხებს იზიდავენ, სესხის პროცენტს სოფლის მეურნეობის პროგრამების ფარგლებში უსუბსიდირებენ. ამ გადაწყვეტილებით, ჩვენ მათ დამატებით საკრედიტო - საგარანტიო სქემაში ჩართვას ვთავაზობთ. საუბარია ისეთი მრავალწლოვანი კულტურების მოყვანაზე, როგორიცაა ყურძენი, ციტრუსები, სხვადასხვა სუბტროპიკული ხილი და სხვ. ამით მეწარმეებს შეეძლებათ ერთდროულად ისარგებლონ სახელმწიფოს ორივე პროგრამით, როგორც უზრუნველყოფით, ასევე ბანკის პროცენტის სესხის თანადაფინანსებით. სოფლის მეურნეობა არის ჩვენი ერთ-ერთი უდიდესი პრიორიტეტი, როგორც საექსპორტო მიმართულებით, ასევე დასაქმებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)