|
2020-11-10 11:32:19, 576 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: რეგულარულად ვმართავთ შეხვედრებს და ვმუშაობთ, რომ მოსახლეობისთვის პურის მიწოდება სტაბილური იყოს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი პურპროდუქტების მსხვილ მწარმოებლებს, პურის მცხობელთა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციების თავმჯდომარეებს შეხვდა. „სამინისტროში რეგულარულად ვმართავთ შეხვედრებს და ვმუშაობთ, რომ მოსახლეობისთვის სტაბილური იყოს როგორც პურის მიწოდება, ასევე სტაბილური იყოს ფასები. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მოსახლეობის პურით შეუფერხებელი მომარაგება. ეს არის საკითხი, რაზეც ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. შეხვედრის მონაწილეებმა, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ბიზნესსექტორის მხრიდან პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ სოციალური მიმართულება და ბაზარზე სტაბილიზაციის შენარჩუნება მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ხორბლის, ფქვილისა და პურის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)