|
2020-11-06 11:24:27, 567 ნახვა
ეკონომიკა
მიუნხენში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა
ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Aviareps" ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გერმანიის ქალაქ მიუნხენში გაიმართა. ღონისძიებას სასტუმრო და სარესტორნო ქსელების წარმომადგენლები, გაყიდვების სფეროში მოღვაწე პირები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო ღვინის მწარმოებელი დიდი და მცირე მარნების სხვადასხვა დასახელების ღვინოები. მცირე მარნების ღვინის ტრანსპორტირება გერმანიაში ღვინის ეროვნულმა სააგენტომ „მცირე მარნების მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში უზრუნველყო. აღსანიშნავია, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით შემუშავებული „მცირე მარნების მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტო მცირე მარნების სადეგუსტაციო ნიმუშების სხვადასხვა ქვეყანაში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. გერმანია ქართული ღვინის პრიორიტეტული საექსპორტო ბაზარია, სადაც ქართული ღვინის წარდგენას დიდი მნიშვნელობა აქვს მისი საექსპორტო პოტენციალისა და ცნობადობის გაზრდის კუთხით. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გერმანიაში ქართული ღვინის წარდგენა, სხვადასხვა ფორმით, მთელი წლის განმავლობაში ტარდებოდა. შედეგად, პანდემიის პირობებშიც, ამ ქვეყანაში ქართული ღვინის ექსპორტი მზარდია - მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, ექსპორტირებულია 616 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 22%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)