|
2020-11-05 13:21:21, 609 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი“ ბიზნესებს შეღავათიან კონვერტაციას სთავაზობს
„თიბისი“ ბიზნესის მხარდაჭერისთვის იურიდიულ პირებს ახალ შესაძლებლობას სთავაზობს. მათ უკვე შეუძლიათ 100 000 ლარამდე თანხა დააკონვერტირონ ბიზნეს ინტერნეტ ბანკში, თიბისის მიერ ბლუმბერგში დადგენილი დოლარის და ევროს სავალუტო გაცვლითი კურსებით. აქამდე მომხმარებელს ფილიალში მისვლა და სასურველი კურსის შეთანხმება ოპერატორის დახმარებით უწევდა ან ინტერნეტ ბანკში შეტყობინებას აგზავნიდა და პასუხს ელოდებოდა, თუ რა კურსს შესთავაზებდა მას ბანკი. თუმცა დღეიდან ეს პროცესი გაცილებით გამარტივდა. ახლა სასურველი კურსით კონვერტაციას მომხმარებლები სულ რამდენიმე წუთში, დამოუკიდებლად შეძლებენ. მათ არ მოუწევთ კონვერტაციისთვის ფილიალში მისვლა ან ლოდინი ინტერნეტ ბანკში სასურველი კურსის მისაღებად, რადგან ყველა იურიდიულ პირს ბიზნეს ინეტრნეტ ბანკში ჩაუშენდება თიბისის ბანკის ბლუმბერგის გაცვლითი კურსების საკურსო ბადეები, რითაც მნიშვნელოვნად გამარტივდება კონვერტაციის პროცესი და მომხმარებლებს არ მოუწევთ ბანკის გარეთ თანხის დაკონვერტირებაზე ფიქრი. სამომავლოდ, აღნიშნული სერვისით სარგებლობა მობაილ აპშიც იქნება შესაძლებელი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)