2020-10-31 22:15:00, 486 ნახვა
ხატია დეკანოიძე - გილოცავთ ყველას ბიძინა ივანიშვილის დამარცხებას
„გილოცავთ ყველას ბიძინა ივანიშვილის დამარცხებას“ - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას „ენმ-ს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისივე თქმით, მას მთელი დღის მანძილზე კრიმინალური პოლიცია დაჰყვებოდა უკან და ასევე აღნიშნა, რომ არცერთი დარღვევა არ დარჩება გამოუძიებელი. „ეს არის ახალი განვითარების ერა ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის 81-ე უბანი და მთელი დღის განმავლობაში აქ არის სერიოზული დარღვევები, ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ მივმართე თამარ ჟვანიას რომ ეს უბანი გადაეტანათ , პატარაა და ამიტომ აქედან გამოაძევეს ჩვენი დამკვირვებლები. სადაც დავდიოდი, მე მთელი დღის მანძილზე დამყვებოდა უკან კრიმინალური პოლიცია და „ქართული ოცნების“ ზონდერები. ეხლა, ამ წუთას აღმოვაჩინეთ, რომ ადამიანი რომელიც არის „ოცნების“ დამკვირვებელია, რამდენიმე დღის წინ იძალადა ჩემი შტაბის წევრზე, თავის დროზე პოლიციამ, გვითხრა, რომ ჩვენ დავაკავებთ დამნაშავესო, თუმცა ეს ადამიანი დღესაც გარეთაა და ხმებს ითვლის, გილოცავთ, ყველას ბიძინა ივანიშვილის დამარცხებას და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვიცავთ ხმებს ყველა უბანზე . ნებისმიერი დარღვევა არ შერჩება, არც ჟვანიას და არც საოლქო საარჩევნო კომისიას. მთელი დღე ხდებოდა ჩვენი დამკვირვებლების გამოძევება, იყო დარღვევები გადასატან ყუთზე, ეს იყო 73-ე, 76-ე უბანი. გარდა ამისა იყო კალაძის ყველა ზონდერი მობილიზებული საარჩევნო უბნებზე. თუმცა, არაფერმა არ უშველა და ივანიშვილი მაინც დამარცხდა. 81-ე უბანი ეხლაც არ არის დახურული და ერთ-ერთი ზონდერი ზის იქ და ითვლის ხმებს. არცერთი წამით არ დაგვიხევია უკან და ვიბრძოლეთ ბოლომდე. ჩვენ დავიცავთ და ბოლომდე გამოვიტანთ ხმებს უბნებიდან“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. ავტორი: ექსპრესნიუსი, განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს
|
ომი უკრაინაშიკანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
უკრაინის დაზვერვა - მოსკოვის აეროდრომზე რუსების ვერტმფრენი Ka-32 გავანადგურეთ
უკრაინამ აბრამსის ტანკები ფრონტის ხაზიდან საბრძოლო დრონების გამო გაიყვანა - AP
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|