14:09 - 10 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-31 18:46:16, 2256 ნახვა

ადამ კინზინგერი - მიიღეთ არჩევნებში მონაწილეობა, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და მიეცით პროცესს მუშაობის საშუალება

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესს სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

როგორც ადამ კინზინგერი „ტვიტერში“ წერს, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში არ არის დაშინებისა და ხმების მოსყიდვის ადგილი.

ადამ კინზინგერი მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და გააკეთონ არჩევანი, შეინარჩუნონ სიმშვიდე და მისცენ პროცესს მუშაობის საშუალება.

„თვალს ვადევნებ ჩვენს მოკავშირე საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესს. მოვუწოდებ ყველას, მიიღოს ხმის მიცემაში მონაწილეობა და გააკეთოს არჩევანი, შეინარჩუნოს სიმშვიდე და მისცეს პროცესს მუშაობის საშუალება. თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში არ არის თაღლითობის, დაშინებისა და ხმების მოსყიდვის ადგილი. ჩვენი სახელმწიფოები ძლიერი და ერთიანია, აშშ-ს აქვს საქართველოს იმედი“, - წერს კინზინგერი.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტი აკრძალა
ტრამპმა თეთრი სახლის ახალი პრესმდივანი დანიშნა
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
აშშ უკრაინას დაზვერვის შეწყვეტით დაემუქრა, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების გამო - Axios
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics