14:09 - 10 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-31 17:25:36, 2356 ნახვა

სააკაშვილი ქართველ ხალხს - ყველაფერი კარგად მიდის, მიაწექით ბოლომდე!

ყველაფერი კარგად მიდის, მიაწექით ბოლომდე, - ასე მიმართავს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილ ქართველ ხალხს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

მისი თქმით, ამჟამინდელი მონაცემებით ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ არჩევნებს აგებს.

„ეს არის ჩემი საგანგებო მიმართვა. ახლა ვუყურებ ყველა ციფრებს, მომდის საარჩევნო უბნებიდან ბიულეტენები და სხვადასხვა ეგზიტპოლები. მინდა გამოგიცხადოთ, რომ „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი დამთავრდა. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველანი საარჩევნო უბნებზე წავიდეთ. მნიშვნელოვანია, რომ ციფრები იყოს მაქსიმალურად ნაკლები მათთვის და მაქსიმალურად მეტი ოპოზიციისთვის. ჩვენ უკვე უნდა გადავიბაროთ ქვეყანა ქართველმა ხალხმა და ყველამ ერთად უნდა დავიწყოთ ახალი საქართველოს მშენებლობა ყოველგვარი პიროვნული ამბიციების გარეშე. ყველაფერი კარგად მიდის, მიაწექით ბოლომდე. ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული მომენტი. ძალიან მაგრად მიდის საარჩევნო პროცესი, მიაწექით ბოლომდე. ჩამოშლილია ბოლომდე სუს-იც და მათი სტრუქტურებიც. ბოლომდე მიაწექით, ბოლომდე. მოგებული გვაქვს ეს არჩევნები ქართველ ხალხს, აბა თქვენ იცით“, - განაცხადა სააკაშვილმა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტი აკრძალა
ტრამპმა თეთრი სახლის ახალი პრესმდივანი დანიშნა
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
აშშ უკრაინას დაზვერვის შეწყვეტით დაემუქრა, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების გამო - Axios
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics