|
2020-10-31 17:11:51, 2219 ნახვა
ნიკა მელია - კობიაშვილი გლდანში უპირობოდ მარცხდება, წაგებული გაქვთ ეს არჩევნები
„დათო კვიჟინაძე იარაღის გამოყენებით დაემუქრა ჩვენს დამკვირვებლებს“ , - ამის შესახებ ენმ-ს გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიკა მელიამ განაცხადა. მან ასევე მის მხარდამჭერებს მიმართა და ხმების დაცვისკენ მოუწოდა. „იმაზე შემაშფოთებელია ვითარება ვიდრე მაყურებელს გონია, ამის სულის ჩამდგმელი არის ხელისუფლება კრიმინალთან ერთად. უპირობოთ მარცხდება კობიაშვილი გლდანში და ეს ძალიან კარგად იციან, მობილიზება არის ყველა კრიმინალის და პოლიციასთან ერთად მივარდნენ პირველ მიკრო რაიონში, ვინმე დათო კვიჟინაძემ იარაღი ამოიღო და დაუმიზნა იქ მყოფ ჩვენ დამკვირვებელს. პოლიციამ კი ამ დროს ჩვენი დამკვირვებელი დააკავეს, რომელიც არ ვიცით სად არის. წაგებული გაქვთ ეს არჩევნები, არამარტო გლდანში. ხელი აიღეთ ამ დანაშაულის ჩადენაზე. ჩვენ დავიცავთ ყველა ხმას, არ შეგიშვებთ საარჩევნო უბნებზე და არ ჩაგაშლევინებთ არჩევნებს. ხმებს სჭირდება დაცვა და ჩემ მხარდამჭერებს მივმართავ, რომ მოვიდნენ გლდანის შტაბში და დავიცვათ ჩვენი ხმები“ , - განაცხადა ნიკა მელია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)