|
2020-10-31 14:34:50, 2470 ნახვა
კახა კალაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის ორგანიზებით ხდება ზონდერ ჯგუფების მობილიზება
"ქართული ოცნების" წევრის, კახა კალაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ბოტკოველის ორგანიზებით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში ხდება ზონდერ ჯგუფების მობილიზება კალაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის ნებისმიერ დარღვევას სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. "ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს მშვიდად. უზრუნველყოფილია თავისუფალი საარჩევნო გარემო და ამომრჩევლებს აქვს შესაძლებლობა დააფიქსირონ პოლიტიკური არჩევანი.რიგ მედიასაშუალებებს აქვთ საერთო სურათის დამახინჯების მცდელობა. ამ დროისთვის საარჩევნო პროცესი სრულიად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. რაც შეეხება რეალურად მოსალოდნელ პროვოკაციებს და ოპონენტების მხრიდან გამოვლენილ დარღვევებს, ჩვენ რამდენიმე წუთის წინ მივიღეთ, ინფორმაცია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მაჟტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ბოტკოველის ორგანიზებით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში ხდება ზონდერ ჯგუფების მობილიზება. ვაფრთხილებთ ყველას, ტყუილად ცდილობენ სიტუაციის დაძაბვასა და საარჩევნო პროცესის შეფერხებას. ნებისმიერ დანაშაულებრივ ქმედებაზე სახელმწიფოს შესაბამისი რეაგირება ექნება", - განაცხადა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)