|
2015-01-29 11:35:52, 704 ნახვა
პოლიტიკა
ვერშბოუ: საქართველო ნატო-ს შესანიშნავი პარტნიორია
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს ალექსანდრ ვერშბოუს შეხვდა. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ალექსანდრ ვერშბოუმ განაცხადა, საქართველო ნატო-ს შესანიშნავი პარტნიორია. „მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები. ნამდვილად კარგი დასაწყისია შეხვედრების. საქართველო ნატო-ს შესანიშნავი პარტნიორია და ეს ნათელია. ჩვენ შეხვედრაზე ბევრი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის რეგიონში არსებული ვითარება“, - განაცხადა ვერშბოუმ. „ძალიან პროდუქტიული და მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან. ჩვენ არსებითი ღონისძიების პაკეტის, ანუ იმპლემენტაციის მიმდინარეობის საკითხი განვიხილეთ. აღნიშნული საკითხი ასევე განხილული იქნება თავდაცვის მინისტრთან. ეს საკითხი 5 თებერვლას, ბრიუსელში, თავდაცვის მინისტრიალზეც იქნება განხილული. ჩვენ შევეხეთ იმ გამოწვევებს, რომელიც გააჩნია საქართველოს. საქართველოს ნატო-ს სრული მხარდაჭერა აქვს. შეხვედრაზე ასევე უკრაინაში არსებულ ვითარებასაც შევეხეთ“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)