03:55 - 17 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-30 10:56:53, 1423 ნახვა

ომი უკრაინაში
კორონავირუსის 1 696 ახალი შემთხვევიდან 683 თბილისში, 381 აჭარაში, ხოლო 313 იმერეთში გამოვლინდა

კორონავირუსის 1 696 ახალი შემთხვევიდან 683 თბილისში, 381 აჭარაში, ხოლო 313 იმერეთში გამოვლინდა.

ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ბინაზე მკურნალობას 10 618 ადამიანი გადის.

„დღეს გამოვლენილი 1 696 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 683 შემთხვევა, აჭარაში - 381, იმერეთში - 313, ქვემო ქართლში - 117, შიდა ქართლში - 59, გურიაში - 18, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 60, კახეთში - 19, მცხეთა-მთიანეთში - 1, სამცხე-ჯავახეთში - 34,  რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 11.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის  17 142. 4 200 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,  თბილისის საავადმყოფოებში - 2 092, აჭარაში - 711. მძიმე პაციენტი გვყავს 490, მათ შორის, თბილისში - 228, აჭარაში - 80. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 121 პირი - მათ შორის, თბილისში - 52, აჭარაში - 39. 2 324 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 806 - აჭარაში, ხოლო 1 212 - თბილისში. 10 618 მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 070 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 593, აჭარაში-1 435.

სულ  6-29  ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 10 026 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29  387 პირი, საიდანაც თბილისში - 3 643 პირი, აჭარაში - 11 740, იმერეთში - 3 972.

ამ ეტაპისთვის არსებული სტატიკური მონაცემების შესახებ მოგეწოდათ დეტალური ინფორმაცია“, -  განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არასამთავრობოები - ადგილი აქვს მოქალაქეთა მიმართ მძიმე ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებს
რუსთაველზე სპეცრაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდა - ვიდეო
აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს, პუბლიკას და ტაბულას ჟურნალისები სცემეს - ვიდეო
თბილისში განვითარებულ მოვლენებზე აშშ-ს რეაქცია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics