|
2020-10-30 10:21:50, 719 ნახვა
ეკონომიკა
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, კიდევ ერთი სასტუმრო გაიხსნა
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში, სასტუმრო „სვიანა“ ოფიციალურად გაიხსნა. 18 ნომრიანი სასტუმროში, რომელიც კახეთში, სოფელ ლეჩურში მდებარეობს, ორი ქართული ტრადიციული კერძების რესტორანი და საკონფერენციო დარბაზია განთავსებული. ამასთანავე, სასტუმროს ტერიტორიაზე სტუმრები ღია აუზით სარგებლობასაც შეძლებენ. პროექტის ფარგლებში, დასაქმდა 23 ადამიანი. სასტუმრო „სვიანა"-ს დამფუძნებლი სასტუმროს გაფართოებას და დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდასაც გეგმავს. "დღეს სააგენტოს მხარდაჭერით კიდევ ერთი სასტუმრო გაიხსნა, რომელიც საწყის ეტაპზე 18 ოთახით უმასპინძლებს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორიო დამსვენებლებს," - განაცხადა სააგენტოს დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა. მისივე თქმით, „სასტუმრო ინდუსტრიის კომპონენტის ფარგლებში, 132-ზე მეტ სასტუმროს დავუჭირეთ მხარი. პროექტების ინვესტიციის ჯამური მოცულობა ნახევარ მილიარდ ლარს აღწევს, ხოლო აღნიშნული პროექტები 3 000-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნიან." აღსანიშნავია რომ სასტუმრო „სვიანა" სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ სესხის საპროცენტო განაკვეთს სააგენტო „აწარმოე საქართველოში" დაფარავს. აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 4 500 000 ლარზე მეტს შეადგენს. მნიშვნელოვანია, რომ ახალი სასტუმროების გახსნა ხელს შეუწყობს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ასევე საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)