|
2015-09-22 15:27:16, 360 ნახვა
პოლიტიკა
დავით დონდუა ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ევროპის საბჭოს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს დანიილ ხოშაბოს, ამავე დეპარტამენტის მრჩეველს ბატონ მარსელ კაპს და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს ბატონ კრისტიან ურსეს შეხვდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, ევროპის საბჭოს დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მიზანს წარმოადგენს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-12 კონსოლიდირებული ანგარიშის - „კონფლიქტი საქართველოში“ მომზადება. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ, კერძოდ მოსკოვის მიერ სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან ე.წ. „ხელშეკრულების“ გაფორმებისა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟების თაობაზე, აგრეთვე იქ არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. ამასთანავე საუბარი შეეხო 2015 წლის 12 მაისს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1227-ე სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, სადაც კომიტეტი მოუწიდებს რუსეთის ფედერაციას უზრუნველყოს ევროპის საბჭოს ორგანოების შეუზღუდავი შესვლა საქართველოს კონფლიქტით დაზარალებულ ტერიტორიებზე. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ევროპის საბჭოს ნდობის აღდგენის მექანიზმების მნიშვნელობაზე და ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატში განხილულ საკითხებზე. შეხვედრის დასასრულს ბატონმა დავით დონდუამ სტუმრებს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კვარტალური ანგარიში (2015 წლის აპრილი-ივნისი) „ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ გადასცა.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)