|
2015-09-22 12:48:12, 325 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: როდესაც საქართველოს MAP-ი არ გადაეცა, მოსკოვს საქართველოში შემოსაჭრელად გზა გაეხსნა
„როდესაც 2008 წლის სამიტზე საქართველოს MAP-ი არ გადაეცა, მოსკოვს საქართველოში შემოსაჭრელად გზა გაეხსნა“, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა BBC-ის გადაცემაში „HARDtalk“ –ში განაცხადა. ხიდაშელის თქმით, რუსეთი ფაქტს, რომ საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, პროვოკაციად თვლის. „როდესაც 2008 წლის სამიტზე საქართველოს ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP) არ გადაეცა, მოსკოვს გზა გაეხსნა საქართველოში შემოსაჭრელად, რაც განახორციელა აგვისტოს თვეში. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ორივე მაგალითი. ეს არის ის ქვეყნები, სადაც ხალხი იღუპებოდნენ ომებში, რისი აღკვეთაც შეეძლოთ ნატოსა და ევროკავშირს. იმ უბრალო ფაქტს, რომ საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, სადაც რუსეთს არ გააჩნია ზეგავლენისა და კონტროლის არანაირი შესაძლებლობა, ის უკვე პროვოკაციად თვლის. ჩვენ შეგვიძლია დავივიწყოთ საქართველო, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ ბრძოლის 25-წლიანი გზა, რაც შესაძლოა, ჩვენთვის არ იყოს მისაღები. თუმცა ეს არის ჩვენი ბრძოლა და ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას. როდესაც ნატოზე ან ევროკავშირზე საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებაში ვსაუბრობთ, დიდი შეცდომა იქნება თუ ეს პროვოკაციად მიიჩნევა. ჩვენ ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად ახლახან გავხსენით ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი და დაახლოებით 5 წუთის ინტერვალით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოაწყო პრესკონფერენცია, სადაც ცენტრის გახსნას მოსკოვის მიმართ პროვოკაცია უწოდა“, – აღნიშნა მინისტრმა. თუმცა, მისივე შეფასებით, რუსეთის ასეთმა ქმედებამ, საქართველოს, ბრიუსელისა და ნებისემირი ქვეყნის სწრაფვა ნატოში შესასვლელად, არ უნდა შეაფერხოს. „უკვე 21 წელია ნატოსკენ მივისწრაფით და ვაკაკუნებთ ნატოს კარზე. ჩვენ შეგვიპრდნენ, რომ თუ რეფორმებს გავატარებდით და შევასრულებდით დაკისრებულ მოვალეობებს, საქართველო გახდებოდა ნატოს წევრი. 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მივიღეთ იმედგაცრუება, როდესაც საქართველოს უარი ეთქვა მაპის გადაცემის თაობაზე, თუმცა, სამიტზე ნატოს ყველა ქვეყნის ლიდერმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო აუცილებლად გახდებოდა ნატოს წევრი ქვეყანა და ეს გადაწყვეტილება ძალაში რჩება“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)