|
2020-10-23 11:08:07, 688 ნახვა
ეკონომიკა
„ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“ პროექტის განხილვა გაიმართა
ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივით, პროექტის „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში” განხილვა გაიმართა. როგორც შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა განაცხადა, აღნიშნული ინიციატივა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას, აგროეკოსისტემის მდგრადი მართვის გაძლიერებას, არსებული ნარჩენების შემცირებასა და მისი გადამუშავების ხელშეწყობას, უნარჩენო ტექნოლოგიების წახალისებას და, ზოგადად, ეკოსისტემების მდგრადობას ემსახურება. „ახალი რეგულაციების ჯეროვნად აღსრულების მიზნით, უმნიშვნელოვანესია მწარმოებლებთან თანამშრომლობა და მათთვის ტექნიკური დახმარების აღმოჩენა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ყველა გადაწყვეტილებას კერძო სექტორთან შეთანხმებით იღებს. სამინისტრო მხარს უჭერს მეტი ევროპული გამოცდილების გაზიარებას საქართველოში; შესაბამისად, ახალი მოდელის დასანერგად, ჩვენ ამ გამოცდილებას გავიზიარებთ“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“ ევროკავშირისა და გაეროს ოთხი სააგენტოს ერთობლივი ინიციატივაა, რომლის განხორციელებაში მონაწილეობენ გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM).
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)