|
2020-10-22 18:14:04, 774 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: ცვლილებებით, ვალდებულება ჩნდება, რომ შესაბამისმა ბიზნესსექტორმა მუდმივად აწარმოოს მონიტორინგი გაფრქვევებზე
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ცვლილებებით, ვალდებულება ჩნდება, რომ შესაბამისმა ბიზნესსექტორმა მუდმივად აწარმოოს მონიტორინგი გაფრქვევებზე. მისი თქმით, ასევე, ჰქონდეთ სპეციალური მტვრის შემაკავებელი ფილტრაციის სისტემები. „ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით, ვალდებულება ჩნდება, რომ შესაბამისმა ბიზნესსექტორმა მუდმივად აწარმოოს მონიტორინგი გაფრქვევებზე. ასევე, ჰქონდეთ სპეციალური მტვრის შემაკავებელი ფილტრაციის სისტემები, რათა გაფრქვევები შემცირდეს. ინფორმაციაზე მუდმივი წვდომის საშუალება უჩნდება თითოეულ მოქალაქეს, გაიგოს, თუ როგორია ჰაერის მდგომარეობა. ონლაინ რეჟიმში ჩვენც გვექნება სურათი სამრეწველო ობიექტებიდან გაფრქვევების და დაბინძურებების შესახებ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს უჩნდება ბერკეტი, რომ, მნიშვნელოვანი გადაჭარბების შემთხვევაში, შევძლოთ საწარმო პროცესის შეჩერება, რისი უფლებაც აქამდე არ გვქონდა. ასე რომ, კომპლექსურად, როგორც საკანონდებლო ცვლილებების გაუმჯობესებით, ისე ინფრასტრუქტურული სამუშაოებით, ვფიქრობთ, 2 წლის შემდეგ, რუსთავში მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ეკოლოგიური მდგომარეობა გვექნება”, - განაცხადა დავითაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)