|
2020-10-22 16:51:58, 1444 ნახვა
ეკონომიკა
II კვარტალში სამსახური 15 600 ადამიანმა დაკარგა, მათგან 89% ქალია - ISET-ის კვლევა
ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა კვლევას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2020 წლის II კვარტალში სამსახური 15 600 ადამიანმა დაკარგა, მათგან 89% ქალია, 11% კი კაცი. კვლევის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში ეკონომიკამ საერთო ჯამში 43,8 ათასი დაქირავებული მუშა დაკარგა. დამატებით 9.600 ადამიანი კი თვითდასაქმებული გახდა. „უმუშევრობის დონე არ გაიზარდა მკაცრი ჩაკეტვის, მოგზაურობის სხვადასხვა შეზღუდვებისა და საკარანტინო ზომების ფონზე. ეკონომიკამ საერთო ჯამში 43,8 ათასი დაქირავებული მუშა დაკარგა. დამატებით 9.600 ადამიანი გახდა თვითდასაქმებული, ხოლო 15,6 ათასი ადამიანი შეუერთდა უმუშევართა რიგებს. მეორე კვარტალში 15,6 ათასი ახალი უმუშევრიდან 13,9 ათასი (89%) ქალი იყო, ხოლო 1,7 ათასი (11%) კაცი. წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, მამაკაცთა უმუშევრობის დონე მხოლოდ 0,1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო ქალთა უმუშევრობის დონე 1,8 პროცენტული პუნქტით. ადვილი მისახვედრია, რომ ქალთა უმუშევრობის დონემ, რომლებმაც წინა კვარტალებში კლების ტენდენცია გამოავლინეს, COVID-19-ის პერიოდში მნიშვნელოვანი ზრდა განიცადა. მონაცემები ასევე გვეუბნება, რომ 2020 წლის II კვარტალში 9,6 ათასი დამატებითი თვითდასაქმებულიდან 95%, ანუ 9,1 ათასი ქალი იყო. 43.8 ათასი დაქირავებული თანამშრომელი, რომლებმაც დაკარგეს სამუშაო, უმეტესწილად ქალები იყვნენ (99%)“, - ვკითხულობთ კვლევაში.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|



ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)