|
2020-10-22 15:03:09, 488 ნახვა
ეკონომიკა
თიბისის სტუდენტური პროგრამა - „თიბისი კემპი" გრძელდება
„თიბისის" სტუდენტური პროგრამის - „თიბისი კემპის" მეორე ნაკადი დაიწყო. „თიბისი კემპი" ფინანსების ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტების სასწავლო პროგრამაშია ინტეგრირებული და მსურველებისთვის მასში ჩართვა ნებაყოფლობითია. სტუდენტები მთელი სემესტრის განმავლობაში პროგრამის სხვადასხვა ეტაპს გაივლიან. პირველ ეტაპზე თიბისი კაპიტალის საჯარო ლექციებს დაესწრებიან. შემდეგ შეხვედრაზე ერთად განიხილავენ ბიზნეს-ქეისებს, რომლებიც მათ დავალებასთან იქნება კავშირში. ბოლო ეტაპზე კი ჟიურის წინაშე, რომელიც თიბისი კაპიტალის მენეჯმენტისგან შედგება, საბოლოო საინვესტიციო პროექტს წარადგენენ. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ყველა შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გაიმართება. ჟიურის რჩეულ 2 გუნდს სპეციალური ჯილდო - თიბისის აქციები გადაეცემა. პროექტში ამ ეტაპზე 12 უნივერსიტეტია ჩართული: · თავისუფალი უნივერსიტეტი · საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი · კავკასიის უნივერსიტეტი · ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) · ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი · ევროპის უნივერსიტეტი · ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი · საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) · შავი ზღვის უნივერსიტეტი · ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი · გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი · საქართველოს უნივერსიტეტი პროექტი თიბისისთვის ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს აერთიანებს, როგორებიცაა ახალი თაობა და განათლება. პროგრამის მიზანი ახალგაზრდებში საინვესტიციო საბანკო საქმის პოპულარიზებაა. პროექტის ფარგლებში, სტუდენტები რეალურ სამუშაო გამოცდილებას მიიღებენ, უკეთ გაეცნობიან ფინანსურ ბაზრებსა და ინვესტორების მოლოდინებს.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)