04:22 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-21 16:34:49, 353 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტში კანონებიდან ტერმინების - სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის ამოღების შესახებ პროექტი დარეგისტრირდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა პარლამენტში დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც კანონებიდან ტერმინების - „სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის“ ამოღებას ითვალისწინებს.

ცვლილებები  „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ და „საქართველოს შრომის კოდექსი“ შედის.

„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ პროექტით,  მოხდება  „სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის“, როგორც დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმის ამოღება კანონის იმ ნორმის ჩამონათვალიდან, რომლითაც ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისთვის.

ამასთან, „ სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით,  აღნიშნული ტერმინების ამოღება მოხდება იმ მუხლებიდან, რომელიც ეხება ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევას და შესაბამისი მოტივის დამამძიმებელ გარემოებად მიჩნევას.

„შრომის კოდექსში“  შესატანი  ცვლილებების თანახმად, კი, ნორმიდან, რომელიც ეხება შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში ნებისმიერი სახის დისკრიმნაციის აკრძალვას, მოხდება „სექსუალური ორიენტაციის“, როგორც დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმის ამოღება.

აღნიშნული პროექტების ავტორი დემოგრაფიული განვითრების ფონდის დირექტორი ზვიად ტომარაძეა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics