01:55 - 02 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-22 12:53:56, 1533 ნახვა

ომი უკრაინაში
კორონავირუსის 1 595 ახალი შემთხვევიდან 563 თბილისში, 389 აჭარაში, 335 კი იმერეთში გამოვლინდა

კორონავირუსის 1 595 ახალი შემთხვევიდან 563 თბილისში, 389 აჭარაში და 335 იმერეთში გამოვლინდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 77 კოვიდინფიცირებული პაციენტი იმყოფება.

„დღეს გამოვლენილი 1595 შემთხვევიდან, თბილისში გვაქვს 563 შემთხვევა, აჭარაში - 389, იმერეთში - 335, ქვემო ქართლში - 77, შიდა ქართლში - 69, გურიაში - 53, სამეგრელო და ზემო სვანეთში - 42, კახეთში - 17, მცხეთა-მთიანეთში - 26, სამცხე-ჯავახეთში - 24,  რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 0“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში ამ ეტაპზე, 12 007 აქტიური ინფიცირების შემთხვევაა.

„3 155 მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,  თბილისის საავადმყოფოებში - 1 584, აჭარაში - 646.

მძიმე პაციენტი გვყავს 381, მათ შორის, თბილისში - 190, აჭარაში - 79. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 77 პირი, მათ შორის, თბილისში - 48, აჭარაში - 12.

1 848 პირი  არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 144 - აჭარაში, ხოლო 555 - თბილისში. 7 164 პირი მკურნალობს ბინაზე, 21 ოქტომბრის დღის პირველი ნახევრის მონაცემებით.

საკარანტინე სივრცეში გვყავს 4 408 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 939, აჭარაში - 2 221. სულ  6-21  ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 7 285 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 23 931 პირი, საიდანაც თბილისში არის 4 097 ადამიანი, აჭარაში - 9 254, იმერეთში - 3 479.

ეს არის ის სტატისტიკური მონაცემები, რომელიც ასახავს დღეის მდგომარეობით ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას და გაწეული საქმიანობის ანგარიშს, რომელსაც ყოველდღიურად ვაწვდით ჩვენს მოსახლეობას“, -  განაცხადა ბერდია სიჭინავამ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯანდაცვა - აქციაზე დაშავებული 8 სამოქალაქო პირის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა - ადგილზე მობილიზებულია 20 ბრიგადა
მამუკა მდინარაძე ლევან ხაბეიშვილზე - რაც არ უნდა მიუღებელი იყოს პოლიტიკოსი, მისი დაზიანებული სახის ყურება არის ძალიან უსიამოვნო, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ მას არ დაესხნენ თავს, ის თვითონ იყო თავდასხმის ინიციატორი
მამუკა მდინარაძე - რასაც ვხედავთ, არის ვანდალიზმი, შეტევაზე გადასვლა და სუფთა პროვოკაცია
თბილისის ორივე სანაპირო გადაკეეტილია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics