|
2020-10-22 11:39:18, 780 ნახვა
ეკონომიკა
ბაია დვალიშვილი და ნესტან-ნენე კვინიკაძე - აქ.ახლა, მსახიობი ხელოვანების გარემოდან
თიბისის Live-სესიები - აქ.ახლა - გრძელდება. 22 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს მსახიობ ბაია დვალიშვილის სესიას თიბისის Facebook გვერდის დახმარებით. ლაივ-ჩართვა დიალოგის რეჟიმში ჩატარდება. მისი მოდერატორი მწერალი - ნესტან-ნენე კვინიკაძე იქნება. სესიის ფარგლებში, მსახიობი პროფესიის არჩევის განმაპირობებელ ფაქტორებზე და თეატრში განვლილ გზაზე მოყვება - სახელოვნებო გარემოცვაზე, რომელშიც გაიზარდა და ადამიანებზე, რომლებიც იმ დროის რუსთაველისა და მარჯანიშვილის სახელობის თეატრებს ქმნიდნენ. ბაია დვალიშვილი მეცნიერ და ლიტერატურათმცოდნე პავლე ინგოროყვასთან გადაკვეთას გაიხსენებს, რომელთანაც მსახიობის მამას, იმდროინდელი კულტურის მინისტრის პირველ მოადგილეს - აკაკი დვალიშვილს ხანმოკლე, მაგრამ ძალიან ნაყოფიერი პერიოდი აკავშირებდა. მსახიობი მაყურებელს კინორეჟისორ სერგო ფარაჯანოვთან მუშაობისა და „აშუღ-ყარიბის" გადაღების დეტალებსაც გაუზიარებს. ასევე, ქვეყნის ისტორიის მნიშვნელოვან ეტაპებზე - საბჭოთა კავშირის დაშლასა და დამოუკიდებელი საქართველოს პირველ ნაბიჯებზე, გარდამტეხ თარიღზე - 9 აპრილზე ისაუბრებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)