|
2015-01-29 10:48:48, 676 ნახვა
პოლიტიკა
კახა კოჟორიძე: ნუთუ ასეთი მნიშველოვანია ჩემი პიროვნების კვლევა ?
„ ნუთუ ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანია ჩემი პიროვნების კვლევა და ნუთუ ეს ევროპულ საზოგადოებად ჩამოყალიბებაში დაგვეხმარება?“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, კოჟორიძის მიმართ ბევრი კითხვა არსებობს და კვლევა მალე დაიდება. „თუ ვინმე დამისაბუთებს, რომ ეს ნამდვილად ასეა, ვდებ პირობას: დიდი პატივისცემის მიუხედავად, დავანებებ პრეზიდენტის მრჩევლობას თავს და დავიწყებ საკუთარი პიროვნების კვლევას, ჩემზე უკეთესად ამას მაინც ვერავინ გააკეთებს“,-აცხადებს კოჟორიძე. შეგახსენებთ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას განაცხადა, რომ კახა კოჟორიძის , ნინო ლომჯარიას და გიგაურის მიმართ ბევრი კითხვა არსებობს და მათთან დაკავშირებით საინტერესო კვლევას დადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)