|
2020-10-21 00:04:10, 2199 ნახვა
კახა ძაგანია - „პატრიოტთა ალიანსმა“ ხელისუფლებისგან ხმის მიცემის საათების გაზრდა მოითხოვა
"პატრიოტთა ალიანსის" საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა ძაგანიას განცხადებით, რეალისტური კვლევების მიხედვით "პატრიოტთა ალიანსი" ლიდერობს, თუმცა, ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვებისა და რეგულაციების გამო არსებობს საფრთხე იმისა, რომ მათმა მრავალრიცხოვანმა ამომრჩეველმა უბნებზე ხმის მიცემა ვერ მოასწროს. სწორედ ამიტომ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა ხელისუფლეფისაგან ხმის მიცემის საათების გაზრდა მოითხოვეს. "მე და "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა გოჩა თევდორაძემ ჩავატარეთ პრესკონფერენცია და მოვითხოვეთ ხელისუფლებისგან, გაიზარდოს ხმის მიცემის საათები. რეალისტური კვლევებით "პატრიოტთა ალიანსი" ლიდერობს ამ არჩევნებში, ანუ გვაქვს სახელისუფლებო რეიტინგი და იმის გამო, რომ პრობლემები შეიქმნა კოვიდთან დაკავშირებით, შესაძლებელია, ჩვენმა მრავალრიცხოვანმა ამომრჩეველმა ვერ მოასწროს უბნებზე ხმის მიცემა. ამის მაგალითები იყო სხვადახვა ქვეყნებში. თუნდაც, ცოტა ხნის წინ აშშ-ში წინასწარი არჩევნები ჩატარდა და იქ იყო უზარმაზარი რიგები. მსგავსი საფრთხე, შესაძლებელია, აქ განმეორდეს. ისეთ პარტიებს, რომლებსაც მობილიზებული ყავთ თავისი ამომრჩეველი - მანქანებით და მიკროავტობუსებით მოჰყავთ საარჩევნო უბნებში - ისინი თავისას მოიყვანენ და დღის პირველივე საათებში დაასრულებენ. ჩვენ კი გულანთებული მხარდამჭერები გვყავს, რომლებსაც არავინ არ უპირებს ძალით და იძულებით მოყვანას. ჩვენი მრავალრიცხოვანი ამომრჩეველი თავისი გულწრფელი სიმპათიებით თვითონ აპირებს მოსვლას და, შესაძლებელია, უბრალოდ ვერ მოასწროს ხმის მიცემა", - განაცხადა კახა ძაგანიამ.
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
„ყველა სექტორში შენელება“ - რუსეთის ეკონომიკამ კვარტალი პირველად ვარდნით დაასრულა
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)