|
2020-10-20 18:03:39, 603 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერი ბიზნესსექტორს საჭიროების შემთხვევაში დახმარებას დაჰპირდა
პრემიერი ბიზნესსექტორს საჭიროების შემთხვევაში დახმარებას დაჰპირდა. ამის შესახებ ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მან აღნიშნა, რომ თუ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას რაიმე პრობლემა შეექმნება, თუნდაც მცირედი თანხის დროსაც, პრემიერი პირდაპირი ჩარევით მოაგვარებს. „თითოეულ კონკრეტულ „ქეისში", კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია დავაყენოთ საკითხები და თუ რაიმე დაბრკოლება იქნება, პრემიერმა აღგვითქვა დახმარება, რომ ის პირადად ჩაერევა და ყველა ამ დაბრკოლებას აღმოფხვრის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რამეთუ 2021 წელს თუ რამეა გასაკეთებელი, ერთ-ერთი პირველი არის უცხოური ნაკადების შემოტანა ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით და ამაზე ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ და ამ მხრივ ძალიან ღირებული იყო მისი განცხადება. მინიმალურიც რომ იყოს ინვესტიცია, რომელიც შემოვა საქართველოში, თუ რაიმე ბიუროკრატიულ წინააღმდეგობას შევხვდებით ჩვენ აუცილებლად მივმართავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მან აღგვითქვა ეს, მისი მხრიდან წამოვიდა, როგორი პატარაც არ უნდა იყოს თანხა, რომელიც ინვესტიციის სახით შემოვა საქართველოში თითოეულ „ქეისს" დეტალურად შეისწავლიან, რომ აღმოიფხვრას ნებისმიერი დაბრკოლება და ბარიერი ამ კუთხით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“ , - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)