|
2015-09-21 11:03:52, 661 ნახვა
სამართალი
შსს-მ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შსს-ს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ნიკა ბ. პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ნიკა ბ-მ მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ ფოიეში საპატრულო პოლიციის თანამშრომელ ირაკლი ს-ს, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და მიმალვა სცადა. „დაჭრილმა პატრულ-ინსპექტორმა თავად მოახერხა ბრალდებულის შეჩერება და შემთხვევის ადგილზევე დააკავა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლის - ირაკლი ს-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა“,- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. დაჭრილი პოლიციელი შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა საავადმყოფოში მოინახულა. გამოძიება პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე თავდასხმის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით).
თბილისობა 3-4 ოქტომბერს გაიმართება - მერიამ ₾3,1-მილიონიანი გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა
მაისურზე წარწერის გამო დაკავებულ 70 წლის შოთა ოდიშვილს 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
რუსეთმა კიევსა და კრივოი როგზე იერიში მიიტანა
27-28 აგვისტოს მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი - სააგენტო გაფრთხილებას აქვეყნებს
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაშივიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)