|
2020-10-16 18:19:26, 684 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - WTPO Awards 2020-ზე საქართველოს გამარჯვება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი პოლიტიკა ექსპორტიორების მხარდაჭერის მიმართულებით ეფექტურია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტო „აწარმოე საქართველოში" World Trade Promotions (WTPO) Awards 2020-ზე საუკეთესო ექსპორტის მხარდამჭერ სააგენტოდ დასახელდა. სააგენტომ გაიმარჯვა 18 ნომინანტს შორის. „აღნიშნული საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი პოლიტიკა ექსპორტიორების მხარდაჭერის მიმართულებით ეფექტურია," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, ეს გამოხატულია ექსპორტის ზრდაში. „მიუხედავად პანდემიისა, სექტემბერში ჩვენ ექსპორტის თითქმის 9-პროცენტიანი ზრდა გვქონდა, რაშიც ჩვენი მთავრობისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" წვლილი საკმაოდ დიდია. ჩვენ ვეხმარებით ექსპორტიორებს, რომ უკეთ წარმოაჩინონ თავისი პროდუქცია საგარეო ბაზრებზე, ასევე დროულად აითვისონ და დანერგონ საერთაშორისო სტანდარტები, მათ შორის, ევროპული სტანდარტები, რათა ევროკავშირის ბაზარზე უკეთ იყვნენ წარმოდგენილი," - აღნიშნა მინისტრმა. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ჯილდო შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გამართულ ცერემონიაზე გადაეცა. საქართველოს მსგავსად საპატიო ჯილდო მიიღეს შვედეთისა და კოსტა-რიკის სააგენტოებმაც. წლევანდელ ცერემონიაზე მთავარი აქცენტი გაკეთდა ექსპორტის განვითარების კუთხით შემუშავებულ ინიციატივებზე.
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
უკრაინამ ადიღის სამხედრო აეროდრომს შეუტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)