16:14 - 20 Oct, 2020
2020-10-15 11:46:21, 329 ნახვა

ეკონომიკა
სექტემბერში საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი რუსეთიდან და აშშ-დან შემოვიდა

სექტემბერში საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი რუსეთიდან და აშშ-დან შემოვიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, რუსეთიდან შემოვიდა 35.13 მილიონი, ხოლო აშშ-დან 22.65 მლნ. აშშ დოლარი.

"2020 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 192.7 მლნ აშშ დოლარი (611.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 28.7%-ით (43.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.7% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ სექტემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების 94.6% მოდიოდა.

2020 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 25.1 მლნ აშშ დოლარი (79.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის სექტემბრის (20.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 22.4%-ით მეტია", - ვკითხულობთ ანგარიშში.




ავტორი: მერი ტაბატაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE
" data-width="330" data-show-text="false">
" class="fb-xfbml-parse-ignore">">

,,პატრიოტთა ალიანსის" აქცია თავისუფლების მოედანზე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics