|
2015-09-19 14:10:50, 640 ნახვა
სამართალი
სასამართლო გიგი უგულავას საქმეზე განცხადებას ავრცელებს
თბილისის საქალაქო სასამართლო გიგი უგულავასთვის თავისუფლების აღკვეთის გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ განაჩენი დაადგინა ბრალდებულების გიორგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის მიმართ. დავით კეზერაშვილს ბრალად ედებოდა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში წაქეზება, როდესაც ეს ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში. (სსკ-ის 25,182 მუხ. II ნაწ. „დ“ ქ/პ და III ნაწ. „ბ“ ქ/პ) მასვე, ბრალად ედებოდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების დამალვა, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. (სსკ-ის 194 მუხ. III ნაწ. „გ“ ქ/პ). გიორგი უგულავას ბრალად ედებოდა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, როდესაც ეს ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში (ე.წ. რიყის ეპიზოდი - სსკ-ის 182 მუხ. II ნაწ. „დ“ ქ/პ და III ნაწ. „ბ“ ქ/პ). გიორგი უგულავას ბრალად ედებოდა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, როდესაც ეს ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში (ე.წ. „თბილსერვის ჯგუფის“ ეპიზოდი - სსკ-ის 182 მუხ. II ნაწ. „დ“ ქ/პ და III ნაწ. „ბ“ ქ/პ). ღია სასამართლო სხდომებზე სასამართლომ განიხილა მოწმეთა ჩვენებები, გამოიკვლია წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ ე.წ. ,,რიყის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ეპიზოდის” განხილვისას ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა პირთა დამნაშავედ ცნობისათვის, შესაბამისად, აღნიშნულ ბრალდებებში გიორგი უგულავა და დავით კეზერაშვილი გამართლდნენ. რაც შეეხება, ე.წ. ,,თბილსერვის ჯგუფის ეპიზოდს” სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით გიორგი უგულავა დამნაშავედ სცნო სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვისათვის და 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გიორგი უგულავას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით 6 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)