17:48 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-12 14:10:21, 643 ნახვა

ეკონომიკა
11 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოდან 947 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ვაშლია ექსპორტირებული

11 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოდან 2 149 ტონა ვაშლია ექსპორტირებული, რომლის ღირებულებამ  947 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.

ვაშლის ექსპორტის მოცულობა 6-ჯერ აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 713 ათასი აშშ დოლარით გაიზარდა.

მიმდინარე წელს, ვაშლი ექსპორტირებულია რუსეთის ფედერაციაში (2 068 ტონა), ყაზახეთში (75 ტონა), სომხეთში (6 ტონა), სინგაპურსა და ჰონკონგში.

საქართველოს მასშტაბით, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ვაშლის ბაღები 1 128 ჰექტარზე გაშენდა. სახელმწიფოს თანადაფინანსებამ  9 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფრიდრიხ მერცი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics