|
2020-10-10 14:17:28, 1709 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის ძალების კუთვნილი მი-24 ტიპის მოიერიშე შვეულმფრენები კაპიტალურად გარემონტდება
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული თავდაცვის ძალების ავიაციის პარკის განახლების პროექტი წარმატებით მიმდინარეობს. წელს პირველად, ქართველი სპეციალისტების მიერ სრულად აღდგება და გარემონტდება თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი საბრძოლო შვეულმფრენები, რომლებიც შერეული საავიაციო ესკადრილიის მარნეულის საავიაციო რგოლის ბაზიდან თბილისის საავიაციო ქარხანაში უკვე განთავსდა. კაპიტალური რემონტი 5 ერთეულ მი-24 ტიპის მოიერიშე შვეულმფრენს ჩაუტარდება. ტექნიკის აღდგენის პროექტზე სააქციო საზოგადოება თამ „თბილავიამშენისა“ და სსსტც „დელტას“ თანამშრომლები ერთობლივად იმუშავებენ. საავიაციო ქარხანამ ბოლო წლებში სხვადასხვა ქვეყნის საჰაერო ძალების კუთვნილი მი-24 ტიპის შვეულმფრენები გაარემონტა და შეაკეთა, რის შედეგადაც ქართველ სპეციალისტებს აღნიშნული ტიპის შვეულმფრენზე მუშაობის დიდი გამოცდილება დაუგროვდათ. ასევე, ჩატარდა „დელტას“ კუთვნილი სარემონტო საამქროებისა და დამხმარე ნაგებობების კაპიტალური რემონტი, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილი მი-24 ტიპის შვეულმფრენების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გარემონტება. მოიერიშე შვეულმფრენების კაპიტალურად გარემონტება მას შემდეგ გადაწყდა, რაც 2019 წლის დეკემბერში თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბაზის ტერიტორიაზე იმყოფებოდა და ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის არსებული საშუალებებს, საზენიტო - სარაკეტო კომპლექსებს, საფრენ აპარატებს და ტექნიკის მდგომარეობას პირადად გაეცნო. თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, მი-24-ების გარდა, უახლოეს პერიოდში მოხდება სატრანსპორტო შვეულფრენების მი-8 მტვ, UH -1-ების და სასწავლო სავარჯიშო თვითმფრინავების L-39-ების რეაბილიტაცია და განახლება. უკვე მიმდინარეობს საქართველოს თავდაცვის ძალების ბალანსზე არსებული Su-25 ტიპის თვითმფრინავების კაპიტალური სარემონტო სამუშაოები. საავიაციო პარკის განახლების პროცესი „თბილავიამშენისა“ და „დელტას“ ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება. საფრენი აპარატების აღდგენა-რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის პარალელურად, პროექტი პირადი შემადგენლობის მომზადებასა და გადამზადებას, ასევე, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს. კაპიტალური რემონტი და მოდერნიზება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ „მინისტრის ხედვაში“ გაწერილი თავდაცვის ძალების განვითარების გეგმის ფარგლებში მიმდინარეობს და საქართველოს თავდაცვის ძალების საავიაციო ქვედანაყოფების გაძლიერებასა და განვითარებას ისახავს მიზნად.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)