|
2020-10-06 13:09:44, 474 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - თბილისმა შესანიშნავი საჩუქარი მიიღო ბიძინა ივანიშვილის ოჯახისგან და ფონდი „ქართუსგან"
თბილისმა და თბილისელების არაერთმა თაობამ, ვინც ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას ყოველთვის თვლიდა რეკრეაციისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად, შესანიშნავი საჩუქარი მიიღო, - ამის შესხებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბიძინა ივანიშვილის ოჯახისა და ფონდი „ქართუს" მიერ დედაქალაქისთვის იპოდრომის ტერიტორიის უსასყიდლოდ გადაცემასთან და იქ ცენტრალური პარკის მოწყობასთან დაკავშირებით განაცხადა. მინისტრის განცხადებით, ახლა ეს ნამდვილად იქნება თანამედროვე სტანდარტებით გაშენებული და უნიკალურად მოწყობილი პარკი, როგორც პარკის დღევანდელ პრეზენტაციაზე აღინიშნა. „ეს არის მორიგი უპრეცედენტო ქველმოქმედება ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან და მისი ოჯახისგან, რომელმაც ფონდი „ქართუს" მეშვეობით სამ მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა ბოლო 25 წლის განმავლობაში იმისთვის, რომ უფრო მეტი კულტურული ძეგლი აღდგენილიყო განათლებაში, ჯანდაცვაში, სპორტში, სარეკრეაციო მწვანე ზონებში. ახლა ამას შეემატება თბილისის ეს ერთ-ერთი მარგალიტიც, არაერთი თაობის საყვარელი დასვენების ადგილი, რომელიც კეთილმოწყობილი და უნიკალური იქნება. ამაში ისევ და ისევ ფონდი „ქართუ" და ბიძინა ივანიშვილი დაგვეხმარება, დაიხარჯება რამდენიმე ათეული მილიონი და ეს იქნება ძალიან ძვირფასი საჩუქარი ჩვენთვის", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ფრიდრიხ მერცი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)