|
2015-09-18 11:04:03, 360 ნახვა
პოლიტიკა
ლიტვის იუსტიციის მინისტრი: მზად ვართ, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთან ერთად ვიყოთ
საქართველოსა და ლიტვის იუსტიციის მინისტრებს შორის შეხვედრა დღეს ვილნიუსში, ლიტვის იუსტიციის სამინისტროში გაიმართა. თეა წულუკიანმა და იუზას ბერნატონისმა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული რეფორმები განიხილეს. ლიტვის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, საქართველოსა და ლიტვის იუსტიციის სამინისტროებს წამყვანი როლი აქვთ ევროინტეგრაციის პროცესისთვის აუცილებელი რეფორმების გატარებაში. „თქვენთვის, ალბათ, საინტერესოა, როგორი გზა გავიარეთ ევროკავშირის წევრობამდე 2004 წელს. მე და ჩემი სამინისტრო მზად ვართ, ეს გზა ახლა თქვენთან ერთად გავიაროთ და თქვენ გვერდით ვიყოთ მანამ, სანამ ევროკავშირის წევრები არ გახდებით“, − განაცხადა ბერნატონისმა. მისი თქმით, გარდა სხვა ტექნიკური თუ საკონსულტაციო ხასიათის დახმარებისა, ლიტვა საქართველოს იმ კონვენციებთან მისაერთებლად მიიწვევს, რომელთაც ჩვენი ქვეყანა ჯერ არ მიერთებია. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს წარმატება და ამ გზაზე თქვენ გვერდით გვიგულეთ“, − აღნიშნა ლიტვის იუსტიციის მინისტრმა. თეა წულუკიანის განცხადებით, განსაკუთრებით საჭირო პროცესი ახლა იუსტიციის სამინისტროს ევროპის სამართლის დეპარტამენტში მიმდინარეობს, სადაც ლიტველი კოლეგების დახმარება მნიშვნელოვანი იქნება. „ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება დღეს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხაზგასმით შემიძლია, გითხრათ, რომ ტექნიკურ დონეზე და რეფორმების კუთხით ყველაფერი შესრულებულია, ახლა ველოდებით ევროკავშირის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას“, − განაცხადა თეა წულუკიანმა. საქართველოს იუსტიციის მინისტრი ლიტველი კოლეგის მიწვევით ვილნიუსში იმყოფება. თეა წულუკიანმა მაღალი დონის შეხვედრები უკვე გამართა ლიტვის პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრთან. დაგეგმილია შეხვედრა ლიტვის სეიმის თავმჯდომარესთან, მის მოადგილესა და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)