|
2015-09-17 22:58:24, 531 ნახვა
პოლიტიკა
სასამართლომ გიგი უგულავა გაათავისუფლა
დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა თავისუფალია. შესაბამისი გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ სასამართლო კოლეგიამ მიიღო, რომელსაც ლილი მსხილაძემ ხელმძღვანელობდა. სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გიგი უგულავას გათავისუფლების შესახებ დააკმაყოფილა. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ გიგი უგულავა უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა. როგორც ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებდა, ამას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც ადასტურებს. სასამართლო პროცესს გიგი უგუალავას ახლობლები და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ესწრებოდნენ. ცნობისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დედაქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა გუშინ გამოაცხადა. „ მოსარჩელეს არაკონსტიტუციურად მიაჩნდა ის გარემოება, რომ პარალელურად რამდენიმე ბრალდების შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის ვადა, შესაძლოა, განისაზღვროს თითოეული საქმისათვის დამოუკიდებლად და ჯამში აღემატებოდეს კონსტიტუციით განსაზღვრულ 9 თვეს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდებულის დაპატიმრება თანაბრად უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევას თითოეულ ბრალდებასთან მიმართებით. შესაბამისად, თითოეული სისხლის სამართლის საქმეზე პატიმრობის 9 თვიანი ზღვრული ვადის გამოთვლისას ამ ვადაში უნდა ჩაითვალოს ის პერიოდი, რომელიც პირმა ბრალდების შემდეგ პატიმრობაში გაატარა მის მიმართ წარმოებული სხვა საქმის ფარგლებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის პატიმრობას, თუ ამ საქმეზე ბრალის წაყენების ან ბრალის წაყენებისთვის საკმარისი საფუძვლის გამოვლენის შემდეგ მას პატიმრობაში ერთობლივად გატარებული აქვს 9 თვე მის მიმართ მიმდინარე ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში. საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (Šebalj v. Croatia, განცხადების ნომერი - 4429/09, 2011 წლის 28 ივნისი), რომლითაც მსგავსი საკანონმდებლო ნორმის საფუძველზე ბრალდებულისთვის კანონით განსაზღვრული პატიმრობის ვადის გაგრძელება კონვენციის მე-5 მუხლის დარღვევად იქნა მიჩნეული. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ სადავო ნორმა იმაზე მეტი ვადით უშვებს პირის პატიმრობაში ყოფნას ვიდრე ეს კონსტიტუციით არის ნებადართული, რაც ხელყოფს მისი, როგორც ბრალდებულის, კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მეექვსე პუნქტებით დაცულ უფლებას. მოსარჩელე ასევე პრობლემურად მიიჩნევდა იმ გარემოებას, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან გამომდინარე ბრალდებულისათვის პატიმრობის გამოყენებისას სასამართლო ხელმძღვანელობს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით. მისი აზრით, აღნიშნული არ წარმოადგენს კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფლების უფლების დაცვის საკმარის გარანტიას. სასამართლომ მიუთითა, რომ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, პატიმრობას უშვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ობიექტური გარემოება, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ბრალდების საფუძვლიანობაში, და ბრალდებულის მიმალვის, მის მიერ მტკიცებულებების განადგურების ან ახალი დანაშაულის ჩადენის რეალური საფრთხის არსებობაში. შესაბამისად, ამ ნაწილში, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა", - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)