|
2020-10-01 12:32:19, 949 ნახვა
ომი უკრაინაში
ექვს მებაჟე ოფიცერს კორონავირუსი დაუდგინდა
25-30 სექტემბერს, COVID-19-ის რისკ ჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი წესისა და პერიოდულობის გათვალისწინებით, მებაჟე ოფიცრებსა და თანამშრომელებს (გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმი“, საბაჟო გამშვები პუნქტები: „ნინოწმინდა“, „კარწახი“, „წითელი ხიდი“, „თბილისის აეროპორტი“ - ჯამში 517 პირი) გამოკვლევა ჩაუტარდათ. გამოკვლეულ პირთაგან კორონავირუსი თვითიზოლაციაში მყოფ 6 თანამშრომელს დაუდასტურდა. ამ ეტაპზე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აქვე გაცნობებთ, რომ საბაჟო დეპარტამენტის ექიმი ეპიდემიოლოგების მიერ მიზნობრივ ტესტირებას ანტიგენსა და ანტისხეულზე ექვემდებარებიან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლები (როგორც საქართველოს მოქალაქეობის მქონე, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქე პირები). აღნიშნული პროცედურა ხორციელდება საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, გაფორმების ეკონომიკურ ზონებსა და საზღვაო ნავსადგურებში განთავსებულ სპეციალურ სამედიცინო პუნქტებში, რომლებიც აღჭურვილია ტესტირებისთვის აუცილებელი ინვენტარით. 25 სექტემბრიდან დღემდე, როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ტესტირება 4 293 სატვირთო ავტომობილის მძღოლს ჩაუტარდა. აღსანიშნავია, რომ სატრანსპორტო საშუალებებისთვის, სხვადასხვა საჭიროებებისთვის დროებით შეჩერების მიზნით, სპეციალურად მოწყობილ ტერიტორიებად (STOP POINT) განსაზღვრულია: • ურბნისი – ქარელის რაიონი, სოფ. ურბნისი, საკადასტრო კოდი: 68.16.45.054; • თერჯოლა – თერჯოლის რაიონი, სოფ. სიქთარვა, საკადასტრო კოდი: 33.08.38.224; • გორი – გორის რაიონი, სოფ. ტინისხიდი, საკადასტრო კოდი: 66.44.02.033; • ზესტაფონი – ზესტაფონის რაიონი, სოფ. არგვეთა, საკადასტრო კოდი: 32.03.34.211. • თბილისის შემოვლითი გზის 30-ე კმ, გარდაბნის რაიონი, სოფ. ბროწეულა, საკადასტრო კოდი: 81.10.25.577. • თბილისის შემოვლითი გზის 31-ე კმ, გარდაბნის რაიონი, სოფ. ბროწეულა, საკადასტრო 81.10.25.147. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან კოორდინირებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში კორონავირუსზე ტესტირების პროცესი კვლავ გაგრძელდება.
ელენე ხოშტარია - ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)