2020-09-30 17:02:47, 580 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 3.2059 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 3.2878 ლარია. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0819 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ფასი ხვალ 3.7560 ლარი იქნება, ხოლო დღეს, მისი შეძენა 3.8415 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0855 ლარი შეადგინა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,