00:44 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-28 15:37:59, 618 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ზუგდიდში ლოკოკინების ფერმა გაშენდა

„საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით სამეგრელოში, კერძოდ, ზუგდიდის სოფელ ერგეტაში ნახევარ ჰა-ზე  ლოკოკინების ფერმა გაშენდა.  ფერმა პირველ, 8-12 ტონამდე მოსავალს უკვე დეკემბერში ელოდება. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ევროპაში, კერძოდ კი  იტალიაში მოხდება. 

პროექტის განსახორციელებლად ბანკის მიერ გამოყოფილი თანხა 68,000 ლარს შეადგენს. დღესდღეობით ფერმაში 15 ადამიანია დასაქმებული.

„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ფინანსური მხარდაჭერა გავუწიოთ ისეთ წამოწყებებს რეგიონში, რომელიც ერთის მხრივ, ხელს უწყობს განსხვავებული და რეგიონისთვის უნიკალური ბიზნესების წახალისებას, მეორეს მხრივ კი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, მათი შემოსავლების ზრდასა და ზოგადად, რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ჩვენი ჩართულობით ზუგდიდის რაიონში ლოკოკინების ფერმა გაშენდა. ფერმა უკვე ფუნქციონირებს და მოსავლის მოლოდინის პროცესშია. პროექტი მნიშვნელოვანია იმით, რომ წარმოადგენს საექსპორტო პროდუქტიას, რაც ქვეყნისთვის, როგორც ექსპორტის ზრდის შესაძლებლობა, ძალიან მნიშვნელოვანია. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას სამომავლო განვითარების გზაზე“, - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, „საქართველოს ბანკის“ საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.  





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics