|
2020-09-28 15:05:43, 559 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - საპენსიო საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი იძლევა საშუალებას, საპენსიო აქტივების განთავსება კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს
საპენსიო საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი, რომელზეც საერთაშორისოდ აღიარებულმა პროფესიონალმა ექსპერტთა გუნდმა იმუშავა, იძლევა საშუალებას, რომ საპენსიო აქტივების განთავსება უფრო ეფექტური გახდეს და უფრო მეტად ეფექტიანად და უსაფრთხოდ იყოს ინვესტირებული ჩვენი საპენსიო დანაზოგები, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საპენსიო საინვესტიციო პოლიტიკის ახალი დოკუმენტის შეფასებისას განაცხადა. მინისტრის თქმით, საპენსიო რეფორმა არის ერთ-ერთი ძალიან წარმატებული რეფორმა, რომელიც მთავრობამ განახორციელა. საპნესიო სქემაში დღესდღეობით ერთ მილიონამდე ადამიანი მონაწილეობს და ყოველთვიურად 12 ათასამდე ახალი ბენეფიციარი ემატება. „დოკუმენტის მთავარი მიზანია, რომ ის ფინანსური რესურსი, რაც აქვს აკუმულირებული საპენსიო ფონდს ანარიცხების სახით - ჯამში ეს არის 1 მილიარდ ლარამდე რესურსი, განთავსებული იყოს იმდაგვარად, რომ ეს იყოს შედარებით დაბალი რისკის მქონე ფინანსური ინსტრუმენტი, მაგრამ ამავდროულად მაღალი სარგებლის მომტანი. დღესდღეობით საპენსიო დანაზოგებზე 100 მილიონი ლარია დარიცხული. ჯამში ეს იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ამ დანაზოგს გაუფასურება არ ეხება. დარიცხული სარგებელი დაახლოებით 2.5-ჯერ აღემატება ინფლაციის დონეს და ამავდროულად ეს არის დიდი კონტრიბუცია და დიდი ინვესტიცია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში“ , - აღნიშნა ნათია თურნავამ. საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი განსაზღვრავს მონაწილეთა დანაზოგების ინვესტირებას. მისი მთავარი მიზანია, რომ ნაკლებრისკიანი პორტფელის მეშვეობით მიღებულ იქნას მაღალი ამონაგები. დღევანდელი მონაცემებით, საპენსიო აქტივები იმართება ეფექტურად 11.1 %-ში, რაც უზრუნველყოფს, რომ მონაწილეებმა მიიღონ მაღალი ამონაგები.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)