08:41 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-26 11:14:28, 1005 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოში სოფლის განვითარების სფეროში დაგეგმილი ინსტიტუციური რეფორმის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა პროგრამის ENPARD ფარგლებში გაიმართა

საქართველოში სოფლის განვითარების სფეროში დაგეგმილი ინსტიტუციური რეფორმის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის (EU) ხელშეწყობით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) კონსულტანტებთან თანამშრომლობით, პროგრამის ENPARD ფარგლებში გაიმართა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს მთელ რიგ ცვლილებებს, რომელიც მიზნად ისახავს ორგანიზაციული ეფექტიანობის გაზრდას და მოსახლეობის საჭიროებებზე დაფუძნებული, ევროპული ტიპის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის მართვის სისტემის ჩამოყალიბებას, რაც ევროკავშირთან საქართველოს თანმიმდევრული  და სრული ინტეგრაციის პროცესის მნიშნელოვანი ნაწილია.

„ევროკავშირი საქართველოს  უმნიშვნელოვანესი პარტნიორია, ცვლილებები, რომლებიც  ევროკავშირის  რეკომენდაციების შესაბამისად განხორციელდება, გავლენას იქონიებს სამინისტროს სისტემაში შემავალ ორგანიზაციულ ერთეულებზე და იმ სამუშაო პროცესზე, რომელიც უკავშირდება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიას და სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებას. ეს არის იმ სტრატეგიის გამოხმაურება, რაც ქვეყანას გააჩნია და რაც გულისხმობს მეტი ევროკავშირი  საქართველოში და მეტი საქართველო ევროკავშირში. ჩვენ გვინდა ვიყოთ მზად ევროკავშირის პროგრამებში ოპერატიულად ჩართვისათვის. ჩვენ ვართ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანა, გვაქვს  განვითარების სამოქმედო გეგმა;  ჩვენ ამ პროცესში ვიქნებით თანმიმდევრულები. აღნიშნულთან დაკავშირებით, უწყების ინსტიტუციური გაუმჯობესება   ძალიან მნიშვნელოვანია“, -  განაცხადა შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

ევროკავშირის დაფინანსებით, UNDP-ის მიერ, PricewaterhouseCoopers Georgia-სა და ევროპელ კონსულტანტებთან თანამშრომლობის შედეგად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მსგავსად, საქართველოში ჩამოყალიბდება  სოფლის განვითარების პოლიტიკის მართვის ახალი სტრუქტურა (წარმმართველი უწყება და გადამხდელი სააგენტო) ადამიანური რესურსების მართვის/სწავლისა და განვითარების განახლებულ მექანიზმთან ერთად.

სამუშაო შეხვედრაზე, საერთაშორისო ექსპერტებმა, ჰამფრი ებოტმა და ბრიგიტ მელმაუერ-ლარხერმა სოფლის განვითარების პოლიტიკის მართვის სისტემების ევროპული მოდელი განიხილეს. ჰამფრი ებოტმა მონაწილეებს სოფლის განვითარების სააგენტოს სტრუქტურისა და ევროპული მოდელის გადამხდელი სააგენტოს სტრუქტურის შედარება და მათი დაახლოების ხედვა გააცნო.  

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლის განვითარების პროგრამა, ENPARD, 2013 წლიდან ხორციელდება და 2022 წლამდე გაგრძელდება, ხოლო მისი სრული ბიუჯეტი 179.5 მილიონ ევროს შეადგენს. მეტი ინფორმაცია პროგრამაზე ENPARD ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: www.enpard.ge.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics