|
2020-09-25 15:20:17, 650 ნახვა
ეკონომიკა
„ვითიბი ბანკსა“ და იტალიის საელჩოს შორის 9 წლიანი თანამშრომლობა კიდევ 1 წლით გაგრძელდა
„ვითიბი ბანკსა“ და საქართველოში იტალიის საელჩოს შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც ვითიბი ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს საელჩოს მიერ, 2020 – 2021 წლებში, საქართველოში, ორგანიზებულ კულტურულ ღონისძიებებს. აღნიშნული ღონისძიებები მიზნად ისახავს იტალიური კულტურის გაცნობას საქართველოს მოსახლეობისთვის და მის კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციას. „ვითიბი ბანკი“, 2011 წლიდან არის იტალიის საელჩოს მხარდამჭერი. ამ თანამშრომლობის შედეგად არაერთი მნიშვნელოვანი და საინეტერესო ღონისძიება ჩატარდა, გამოფენები: „მიქელანჯელო და სიქსტეს კაპელა“, „ტიციანი, ფერთა ოსტატი. მადონა ყრმით“ , „რენესანსის დიდოსტატები. გრაფიკული ნამუშევრები“ , "Evidence. A New State of Art”, ექსპოზიცია „მარადიულო რომი“, გამოფენა მიძღვნილი იატლიური მოდის 60 წლის იუბილესადმი და სხვა. "იმედს ვიტოვებთ, ამ რთული პერიოდის მიუხედავად, შესაძლებელი გახდება ყველა დაგეგმილი ღონისძიების ჩატარება და ჩვენ მოსახლეობას, კიდევ არა ერთხელ, მიეცემა შესაძლებლობა გაეცნოს იტალიური ხელოვნების უნიკალურ მრავალფეროვნებას", - განაცხადა „ვითიბი ბანკისა“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა მაჭავარიანმა.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
ფრიდრიხ მერცი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)