23:55 - 27 Aug, 2026
|
2020-09-24 23:40:18, 1485 ნახვა
ომი უკრაინაში
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში 227 ადამიანის ტესტირება ჩატარდა, აქადან 61-ის პასუხი დადებითია. ამის შესახებ ოკუპირებული რეჟიმის ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამ დროისთვის, გუდაუთის საავადმყოფოში 97 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან 7-ის მდგომარეობა მძიმეა, 33-ის კი, საშუალო სიმძიმის. ამბულატორიაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 9-ით გაიზარდა. ბოლო მონაცემებით ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 1177-მდე გაიზარდა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 360 გახდა. კორონავირუსით გარდაცვლილია 8 ადამიანი.
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაშივიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)