|
2020-09-24 15:10:44, 575 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ვაშაძე - არასდროს ვიქნებით ძალა, რომელიც სხვა ოპოზიციური პარტიების ჩაძირვით იქნება დაკავებული
„არასდროს არ ვიქნებით ოპოზიციური ძალა, რომელიც სხვა ოპოზიციური პარტიების ჩაძირვით იქნება დაკავებული“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დამფუძნებელმა,, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძის თქმით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთადერთი მიზანი აღმშენებლობაა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდს გვაქვს აღმშენებლობის მოქმედება და სტრატეგია, რომლის მოქმედებაში მოყვანაც გვინდა. შესაბამისად, კატეგორიულად ვემიჯნებით აბსოლუტურად ყველა კინკლაობას, ვერ ჩაგვითრევს ვერც ერთი კინკლაობაში, რაც არ უნდა ტალახის სროლა იყოს და თავდასხმა ჩვენთან მიმართებაში, კატეგორიულად გამოვრიცხავთ პასუხს. ერთადერთი, რაზეც ვსაუბრობთ, ეს არის სამუშაო ადგილების შექმნა, ეკონომიკის მძიმე კრიზისიდან დახსნა და ხალხის შველა. გვაქვს კრიზისის დაძლევის კონკრეტულად შემუშავებული სტრატეგია და მხოლოდ ამაზე არის კონცენტრირებული ჩვენი კამპანია. არასდროს არ ვიქნებით ოპოზიციური ძალა, რომელიც სხვა ოპოზიციური პარტიების ჩაძირვით იქნება დაკავებული. უმთავრესი, რაზეც ვფიქრობთ ეს არის აღმშენებლობა, და ამ აღმშენებლობის სტრატეგიის აღმშენებლობაში მოყვანა“, - განაცხადა ვაშაძემ.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
ფრიდრიხ მერცი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)