|
2015-09-16 13:01:47, 538 ნახვა
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი უგულავას საქმეზე: თუ მოსამართლის გადაწყვეტილება გამოსაქვეყნებლად მზად არ არის, დაანონსებაც არასწორია
პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილის შეფასებით, თუ მოსამართლეს გადაწყვეტილება გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით ტექნიკურად და შინაარსობრივად მზად არ იყო გამოსაცხადებლად, მაშინ მისი დაანონსება არ უნდა მომხდარიყო. ამ განცხადებით უსუფაშვილი ბიუროს სხდომაზე გუშინ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დედაქალაქის მერის გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადებაზე უარის თქმას გამოეხმაურა. როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით მას საკონსტიტუციო სასამართლოს თავჯდომარესთან გიორგი პაპუაშვილთან შეხვედრა ჰქონდა. „მინდა გამოვეხმაურო საკონსტიტუციო სასამართლოში გუშინ განვითარებულ თუ ვერ განვითარებულ მოვლენებს. ეს უკიდურესად არასასურველი მოვლენაა სასამართლოსთვის და მთლიანად სახელისუფლებო ინსტიტუტებისთვის, რადგან, ჯერ დაანონსდა გადაწყვეტილების გამოცხადება, შემდგომ მოგვიანებით ითქვა, რომ ეს გადაწყვეტილება ტექნიკურად მზად არ არის, რადგან ერთ–ერთი მოსამართლე ჯანმრთელობის მდოგმარეობის გამო ვერ ახერხებს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას და გადაწყვეტილებაც ვერ გამოცხადდა. გუშინ საუბარი მქონდა საკონსტიტუციო სასმართლოს თავჯდომარესთან გიორგი პაპუაშვილთან და ვთხოვე, რაც შეიძლება სწრაფად შევიდეს სიცხადე ამ საკითხში. რაც შეეხება გადაწყვეტილების შინაარს, ცხადია ჩვენ ამაზე არაფერი გვისაუბრია, მაგრამ, ის, რომ გაჩნდა გარკვეული საბაბი სხვადასხვა მითქმა–მოთქმის– ერთის მხირვ, რომ ჯერ დაუსურულებელი თუ ტექნიკურად გაუმართავი გადაწყვეტილების გამოცხადება დაანონსდა და ხომ არ არის რაიმეს გამო ზედმეტი სიჩქარე, მეორეს მხრივ, როდესაც სრულიად გაუგებარი თუ არადამაჯერებელი მიზეზის გამო, მოსამართლის ხელმოწერის დასმა ვერ მოხერხდა გადაწყვეტილებაზე, ხომ არ არის გადაწყვეტილების გამოქვეყნების ხელოვნურად გაჭიანურების მცდელობა. არც ერთი ვერსია არ ემსახურება იმას, რომ ქვეყანაშ კონსტიტუციური წესრიგი დამკვიდრდეს და სასამართლო სარგებლობდეს იმ ნდობით და ავტორიტეტით, რაც აუცილებელია. მისივე თქმით, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობა აფერხებს, მაშინ შესაძლებელია ის მოსამართლესთან მიიტანონ.
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)