22:37 - 04 Oct, 2026
|
2020-09-17 15:08:06, 800 ნახვა
ეკონომიკა
პირველი ოქტომბრიდან Wizz air-ი ქუთაისი-რიგის მიმართულებით იფრენს
პირველი ოქტომბრიდან ქუთაისიდან გავხსნით პირდაპირ რეისს რიგის მიმართულებით, რომელსაც შეასრულებს Wizz air, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული კეთდება იმისთვის, რათა ეკონომიკა უფრო სწრაფად ამოძრავდეს. „დღეს გადავწყვიტეთ, რომ 1-ლი ოქტომბრიდან ქუთაისიდან გავხსნათ პირდაპირი რეისი რიგის მიმართულებით, ეს იქნება Wizz air. ეს იქნება კვირაში ერთი რეისი, მაგრამ ეს არის პირდაპირი ტენდენცია, რომ გონივრულად, მაგრამ ფრთხილად ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეკონომიკა ამოძრავდეს უფრო სწრაფად. ეს კეთდება მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის გათვალისწინებით“, - განაცხადა პრემიერმა.
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)