04:41 - 27 Oct, 2020
2020-09-16 15:18:22, 372 ნახვა

ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა: მიგვაჩნია, რომ მომავალ წელს, ქვეყანა დაუბრუნდება ეკონომიკური ზრდის 5%-იან მაჩვენებელს

მიგვაჩნია, რომ მომავალ წელს, ქვეყანა დაუბრუნდება ეკონომიკური ზრდის  5%-იან მაჩვენებელს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ დღეს, ფინანსთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, რომელზეც მან ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ დინამიკაზე, ასევე, შეაჯამა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დისტანციური  მისიის შედეგები განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გლობალური პანდემიის მიუხედავად, ბოლო თვეებში ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა და მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, კვლავაც რჩება, დაახლოებით, -4% -5% -ის ფარგლებში.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებით, მიმდინარე წელს, ქვეყნას -5%-იანი ეკონომიკური ზრდა ექნება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალ თვეებში გვექნება გაუმჯობესების ტენდენცია. რაც შეეხება 2021 წელს - ველოდებით, დაახლოებით, 5-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას. როგორც იცით, ცოტა ხნის წინ, აზიის განვითარების ბანკმა გამოაქვეყნა,  4,5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საქართველოსთვის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი ეთანხმება ჩვენს პროგნოზს მომავალ წელს 5%-იან ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ხაზგასმით აღნიშნავს, პანდემიის წარმატებულ კონტროლს, როგორც ჯანდაცვის სისტემის ნაწილში, ასევე, ეკონომიკური პოლიტიკის პასუხების ეფექტურობის კუთხით. ასევე, მნიშვნელოვანია ფონდის შეფასებები ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების მიმართულებით.

„ჩვენ მიმდინარე პერიოდში მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმები განვახორციელეთ, როგორიცაა: პენსიების ინდექსაცია, გადახდისუუნარობის შესახებ კანონი, რომელიც მნიშვნელოვანია ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისა და ეკონომიკური სტაბილიზაციისთვის. მომავალში, ფონდთან ერთად, დაგეგმილი გვაქვს სხვა რეფორმები, მათ შორისაა, ჩვენ მიერ ინიცირებული სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, რომელიც ითვალისწინებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგავს სახელმწიფო საწარმოების მართვის პროცესში", - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

მან, ასევე, ისაუბრა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის საკითხებზე და აღნიშნა, რომ მაკროეკონომიკური სტაბილურობის კუთხით, ქვეყანას პრობლემები არ ექნება. 

„ძალიან წარმატებით მიმდინარეობს დონორ ორგანიზაციებთან მუშობა. ჩვენ, პრაქტიკულად, სრულად გვაქვს მიღებული თანხები, რომელზეც გვქონდა მოლაპარაკებები, ამიტომ  ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაკროეკონომიკური ხასიათის პრობლემები ქვეყანას არ ექნება. ჩვენ სრულად ვართ დაცული ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით.  უნდა აღინიშნოს, რომ დადებითია საგადასახადო შემოსავლების დინამიკა. როგორც იცით, ცოტა ხნის წინ,  საკრედიტო სარეიტინგო ორგანიზაციებმა შეაფასეს საქართველო და რეიტინგის  მაჩვენებელი უცვლელი დაგვიტოვეს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

როგორ ტოვებს თავდამსხმელი ბანკს მძევლებთან ერთად- ვიდეო












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics