17:44 - 04 May, 2026
|
2015-09-15 13:59:47, 406 ნახვა
პოლიტიკა
სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვარს სამი დღით ჩაკეტავს
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციით, 19, 20 და 21 სექტემბერს საქართველოსთან ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე გადასასვლელი პუნქტები დაიკეტება. ოსური მედიის ინფორმაციით, შეზღუდვა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის 25 წლისთავს უკავშირდება. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით სადღესასწაულო ღონისძიებების პერიოდში უსაფრთხოების ზომების გამკაცრების მიზნით, 19, 20 და 21 სექტემბერს დროებით შეწყდება მოქალაქეთა გაშვება საქართველოსთან სახელმწიფო საზღვარზე“, - ნათქვამია ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებაში. ე.წ. საზღვარზე მიმოსვლა 22 სექტმებრიდან ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)