|
2020-09-12 12:39:37, 12962 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსის შემთხვევის გამო, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები გადაღებებზე არ გავლენ
კორონავირუსის შემთხვევის გამო, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები გადაღებებზე არ გავლენ, - ამის შესახებ ტელევიზიის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი იმნაიშვილმა განაცხადა. ტელევიზიის 400-მდე თანამშრომელი კოვიდ19-ის ტესტის პასუხებს ელოდება, რომელიც რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. როგორც ირაკლი იმნაიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, ყველაფერი კეთდება, რათა არ გაჩერდეს ეთერი, თუმცა საინფორმაციო სამსახურის ჯგუფები, ტესტის პასუხების გაგებამდე, არ გავლენ გადაღებებზე. "ვიდრე ჩვენ არ გვეცოდინება, რომ არ წარმოვადგენთ საფრთხეს სხვებისთვის, მათთვის, ვისაც მოუწევს ჩვენთან თანამშრომლობა, ან ჩვენთან კონტაქტის შემდეგ მოხდეს დაინფიცრება, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სრული დატვირთვით არ ვიმუშაოთ. ჩვენ შევაჩერეთ საინფორმაციო სამსახურის გადამღები ჯგუფების გადაღებაზე გასვლა. დღეს პირველად სამნიშნა მონაცემი დასახელდა. "რუსთავი 2"-ში შექმნილი ვითარების ლოკალიზება არის ნომერ პირველი პრიორიტეტი ამ მომენტისათვის. რამდენიმე საათში სრულად შევაფასებთ სურათს. საუბარია რამდენიმე ასეულ ტესტზე. შესაბამისად, ეტაპობრივად მივიღებთ ტესტის შედეგებს. ორი მიმართულებით შეიძლება განვითარდეს ვითარება. პირველი არასასურველი, თუ სხვა თანამშრომლებსაც კოვიდინფექცია. ამ შემთხვევაში მათი გადაყვანა მოხდება კლინიკაში და ასევე სწრაფად დავიწყებთ მათთან პირდაპირი კონტაქტების მოკვლევას. მაგრამ ყველას გვაქვს მოლოდინი, რომ 400-მდე ტესტი მოვა უარყოფითი შედეგით, ამ შემთხვევაში გაგრძელდება მონიტორინგი თეონა ცხომელიძის პირდაპირი კონტაქტების, მათ შორის ჩემი, ჩვენ ჩავიტარებთ ყოველ 60 საათში ერთხელ PCR ტესტირებას. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი სიტუაციისთვის არხი იყო მზად, ემოციურად ეს არის რთული," - აღნიშნა ირაკლი იმნაიშვილმა. ცნობისთვის, გუშინ გახდა ცნობილი, რომ ტელეკომპანიის თანამშრომელს, ჟურნალისტ თეონა ცხომელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
FT-ის გამოკითხვა: ამერიკელების თითქმის 70% შეშფოთებულია ტრამპის ადმინისტრაციაში კორუფციით
ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი - ვინც მიცნობთ, ჩემს ბავშვებს აწყენინებს, იცოდეთ, იმ ქვეყნიდან მოვბრუნდები და დედებს მოგ**ნავთ ყველას
სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ფეიქრიშვილს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს
არეულობები ბარსელონაში - 128 ადამიანი დააკავეს, ათობით მაღაზია დაზიანდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)