2015-09-14 14:49:12, 426 ნახვა
პოროშენკო: სააკაშვილი შესანიშნავი პრემიერი იქნება
„სააკაშვილი შესანიშნავი პრემიერი იქნება“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ The Independent-თან, The Washington Post–თან და Die Welt–თან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე „ხედავს თუ არა ოდესის გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილი მომავალ პრემიერად“, პოროშენკომ განაცხადა „აბსოლუტურად, ის საქართველოს შესანიშნავი პრემიერი იქნება. რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, ჩვენ ჩვენი საკუთარი მთავრობის მეთაური გვყავს“, - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტის საიტზე სააკაშვილის უკრაინის პრემიერად დანიშვნის პეტიციას 25 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან